HD ოჰ, როგორ მსურდა! - სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #georgiansongs #music #ახალისიმღერა
00:04:01
Обнаружено блокирование рекламы на сайте
Для существования нашего сайта необходим показ рекламы. Просим отнестись с пониманием и добавить сайт в список исключений вашей программы для блокировки рекламы (AdBlock и другие).
Забыл Имя 229 роликов
189 просмотров
ოჰ, როგორ მსურდა! — ქართული სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით #georgiansongs #music #ახალისიმღერა (oh, rogor msurda!)
ოჰ, როგორ მსურდა, რომ სიყვარული,
საბედისწეროდ ჩვენს გულში ზრდილი,
ისე მომეწყო, რომ არ აგცლოდა
ბედნიერების წმინდა ღიმილი.
რომ ია-ვარდით დაგებულ გზაზე
აღმენთო შენი ოცნება ტკბილი,
მაგრამ არსად სჩნდა ბედნიერება,
არ მოგეკარა სახეს ღიმილი.
რა მოგანიჭა შენ ჩემმა ტრფობამ?
მხოლოდ წამება, ვაება, გლოვა...
შენმა ოცნებამ ის, ვინაც გსურდა,
ჩემში ვერ ნახა, ჩემში ვერ ჰპოვა!
ამაოდ ღვრიდი შუაღამისას
ცრემლებს, რომელთაც არა აქვთ ფასი,
ამაოდ გსურდა, რომ დაგეცალა
ბედნიერების, სიწმინდის თასი.
ამაოდ ფიქრებს მოუწოდებდი,
ფიქრი ხომ მაინც გაგინადგურდა...
ამაოდ თრთოდი… ამაოდ კვნესდი...
მე ის არა ვარ, ვინაც შენ გსურდა!
მაგრამ ნუ სწუხარ! შენი მგოსანი
ეხლა იმ ბნელ გზით არა, არ მიდის,
თავის შეცდომებს და მწარე ცოდვებს
მწარე ცრემლითვე გამოისყიდის!
ტექსტი: გალაკტიონ ტაბიძე
ოჰ, როგორ მსურდა, რომ სიყვარული,
საბედისწეროდ ჩვენს გულში ზრდილი,
ისე მომეწყო, რომ არ აგცლოდა
ბედნიერების წმინდა ღიმილი.
რომ ია-ვარდით დაგებულ გზაზე
აღმენთო შენი ოცნება ტკბილი,
მაგრამ არსად სჩნდა ბედნიერება,
არ მოგეკარა სახეს ღიმილი.
რა მოგანიჭა შენ ჩემმა ტრფობამ?
მხოლოდ წამება, ვაება, გლოვა...
შენმა ოცნებამ ის, ვინაც გსურდა,
ჩემში ვერ ნახა, ჩემში ვერ ჰპოვა!
ამაოდ ღვრიდი შუაღამისას
ცრემლებს, რომელთაც არა აქვთ ფასი,
ამაოდ გსურდა, რომ დაგეცალა
ბედნიერების, სიწმინდის თასი.
ამაოდ ფიქრებს მოუწოდებდი,
ფიქრი ხომ მაინც გაგინადგურდა...
ამაოდ თრთოდი… ამაოდ კვნესდი...
მე ის არა ვარ, ვინაც შენ გსურდა!
მაგრამ ნუ სწუხარ! შენი მგოსანი
ეხლა იმ ბნელ გზით არა, არ მიდის,
თავის შეცდომებს და მწარე ცოდვებს
მწარე ცრემლითვე გამოისყიდის!
ტექსტი: გალაკტიონ ტაბიძე
развернуть свернуть